სკოლა-გიმნაზიაში უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოსწავლეთათვის პერიოდულად ტარდება საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები. მოსწავლეები ეცნობიან საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების წესებსა და ევაკუაციის გეგმებს.
საგანგებო მდგომარეობის დროს აუცილებელი პრაქტიკული უნარების გამომუშავებას ემსახურებოდა 7 ნოემბერს ორგანიზებული „განგაში“. იმიტირებული საგანგებო სიტუაციის დროს მოსწავლეებმა გამოავლინეს საფრთხის შემთხვევაზე სწრაფი რეაგირების უნარი და ურთიერთმხარდაჭერა.