ფესტივალის ჩატარების თარიღი: 2025 წლის 9-10 იანვარი,
ფესტივალის ჩატარების ადგილი: ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია - ქ. გორი, სამეფო ქ. # 5;
ფესტივალის მიზანი: ქრისტეშობის დღესასწაულის სიხარულის აღსაქმელად, მოზარდებში რწმენის გასაძლიერებლად
და ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად გარემოს შექმნა მოსწავლეთა საკონფერენციო
გამოსვლებით, კონკურსებით, სპორტული ასპარეზობით, ხელნაკეთი ნამუშევრების
გამოფენებითა და თვითშემოქმედების წარდგენით.
ფესტივალის მონაწილენი:
- წმიდა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა (ალავერდის ეპარქია),
- ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის სკოლა-გიმნაზია (ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია),
- წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა (მცხეთა-თბილისის ეპარქია),
- წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია (მცხეთა-თბილისის ეპარქია),
- წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა (ბოლნისის ეპარქია),
- ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია (რუისისა და ურბნისის ეპარქია),
- ხაშურის დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი (სურამისა და ხაშურის ეპარქია),
- ნიქოზის წმ. ალექსანდრეს ოქროპირიძის სახელობის სკოლა (ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია),
- წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია (სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია),
- წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა (შემოქმედის ეპარქია),
- დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა (ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია),
- გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლა (გორისა და ატენის ეპარქია),
- წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის ბაგა-ბაღი (გორისა და ატენის ეპარქია),
- ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია (გორისა და ატენის ეპარქია).
ფესტივალის პროგრამა
9 იანვარი, პირველი დღე
11:00 - ფესტივალის გახსნა,
11:15 - მოსწავლეთა საკონფერენციო გამოსვლები (გიმნაზიის სააქტო დარბაზი)
12:00 - ფოტოკონკურსი - გამოფენა
14:00 - სადილი
15:00 - მოსწავლეთა თვითშემოქმედებითი გამოსვლები (გიმნაზიის სააქტო დარბაზი)
10 იანვარი, მეორე დღე
11:00 - მოსწავლეთა საკონფერენციო გამოსვლები (გიმნაზიის სააქტო დარბაზი)
11:00 - ფოტოკონკურსი - გამოფენა
11:00 - სპორტული შეჯიბრი - მაგიდის ჩოგბურთი
12:30 - მოსწავლეთა თვითშემოქმედებითი გამოსვლები (გიმნაზიის სააქტო დარბაზი)
14:00 - სადილი
15:00 - მოსწავლეთა თვითშემოქმედებითი გამოსვლები (გაგრძელება)
17:00 - ფესტივალის დახურვის საღამო
- მოსწავლეთა კონფერენცია ეძღვნება პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებას (თემატიკა შეუზღუდავია. შესაძლოა ეხებოდეს ერთ-ერთ საკითხს: საღვთისმეტყველო, კრების პერსონალიას, საქართველოსთან მიმართებას და სხვ.). მოხსენების ხანგრძლივობა 12 წთ. კონფერენციაზე წარდგება სკოლიდან ერთი მოხსენება;
- ფოტოკონკურსი - „კადრი ჩემი ეპარქიის ცხოვრებიდან“ (სკოლა წარმოადგენს A4 ფორმატის 5-7 ფოტოს);
- თვითშემოქმედებითი გამოსვლები - თემა: ქრისტეშობის დღესასწაული. გამოსვლის ხანგრძლივობა 20 წთ.;
- სპორტული შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში - სკოლიდან 2 მონაწილე - 1 ვაჟი, 1 გოგონა (დებულება თან ერთვის);
- მოსწავლეთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა.
გთხოვთ, თანხმობა ფესტივალში მონაწილეობის თაობაზე გვაცნობოთ 2024 წლის 9 დეკემბრამდე.
საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონი 0370270432; 577458729; ელ.ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
ვებ-გვერდი: gmgimnazia.ge საკონტაქტო პირი თინათინ გვერდწითელი