სიახლეები

გიმნაზიის ყოველდღიურობა, სიახლეები და ინფორმაციები

ძიება

შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში

ძირითადი წესები

შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში ატარებს ინდივიდუალურ ხასიათს.

შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში ტარდება ორ კატეგორიაში:

  • ვაჟები (ინდივიდუალური);
  • გოგონები (ინდივიდუალური).

მონაწილეთა ასაკი შეუზღუდავია.

 

ძირითადი წესები და რეგულაციები

შეჯიბრის წესი: 2 მონაწილე ურთიერთშეხვედრაში თამაშობს 3 პარტიას 33 ქულამდე;

პარტიის ხანგრძლივობა: პირველი პარტია გრძელდება ერთ-ერთი მოთამაშის მიერ 11 ქულის მოგროვებამდე. მეორე პარტიაში ყოველი მოთამაშე თამაშს აგრძელებს წინა პარტიის შედეგიდან და მეორე პარტია გრძელდება ერთ-ერთი მოთამაშის მიერ 22 ქულის მოგროვებამდე. გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელიც ჯამურად დააგროვებს 33 ქულას.

შეხვედრის დაწყება, ქულის გათამაშება და ხანგრძლივობა: შეხვედრის დამწყები ვლინდება წილისყრით. ყოველი ქულის გათამაშება იწყება მოწოდებით. ყოველ მომდევნო პარტიას იწყებს წინა პარტიაში გამარჯვებული მონაწილე.

მოწოდების წესი: მომწოდებელი ხელის გულზე მოთავსებულ ბურთს ააგდებს და ჩოგანს ურტყამს დაშვების მომენტში მოწოდებული ბურთი ჯერ მომწოდებლის ნახევარზე უნდა დაეცეს და მერე გადავიდეს მეტოქის ნახევარზე. თუ მოთამაშემ ბურთი ააგდო, მაგრამ ვერ დაარტყა, მოწოდება წაგებულად ითვლება. მოწოდება გადათამაშდება თუ ბურთი ბადეს ან დგარს შეეხო და მეტოქის ნახევარზე დაეცა. ყოველი 2 ქულის გათამაშების შემდეგ, მოწოდების უფლება გადაეცემა მეტოქეს.

მოწოდების მოგერიება: საპასუხო დარტყმა ნებადართულია მას შემდეგ, როცა ბურთი მომგერიებლის მხარეს დაეცემა და ახტება. მოგერიება შეიძლება ჩოგნით და იმ ხელის მტევნით, რომელშიც ჩოგანი უჭირავთ. ქულის გათამაშება გრძელდება, თუ ბურთი ბადეს ან დგარს მოხვდება, მაგრამ მეტოქის ნახევარზე დაეშვება. თუ მოჭრილი ბურთი მეტოქის ნახევარზე, ბადესთან დაეცა, უკან მობრუნდა და ბადე ხელახლა გადმოკვეთა, ქულას აგებს ის მოთამაშე, რომელმაც ბურთის ჩოგნით მოგერიება ვერ მოასწრო.

ქულა მოგებულია, თუ მეტოქე:

ა) ბურთს ჩოგნით ან ხელის მტევნით შეეხება იქამდე, ვიდრე ის მაგიდაზე დაეცემა;

ბ) მოგერიებისას ბურთს ორჯერ ან მეტჯერ შეეხება, ან მოიგერიებს ასროლილი ჩოგნით;

გ) ქულის გათამაშებისას ჩოგნით ან სხეულის რომელიმე ნაწილით შეეხება ბადეს, დგარს, აგრეთვე მაგიდას მეტოქის ნახევარზე;

დ) ქულის გათამაშებისას თავისუფალი ხელით (რომლითაც ჩოგანი არ უჭირავს) შეეხება მაგიდის სათამაშო ზედაპირს, ბადეს ან დგარს;

ე) ბურთს მაგიდის გარეთ მოიგერიებს (მის ნახევარზე მაგიდასთან შეხების გარეშე);

ვ) თუ ბურთს მას შემდეგ მოიგერიებს, რაც ზედიზედ ორჯერ ან მეტჯერ დაეცემა მის ნახევარზე.

დაჯილდოება

საპრიზო ადგილზე (I, II და III ადგილი) გასულ მოსწავლეს გადაეცემა სიგელი და შესაბამისი მედალი.

გისურვებთ წარმატებას!

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

ძიება