2024 წლის 30 ნოემბერს თბილისში, მასწავლებელთა სახლში, STEM ფესტივალის ფარგლებში კონკურსის მეორე ტური გაიმართა, რომელშიც აღმოსავლეთ საქართველოს სკოლებიდან პირველ ტურში გამარჯვებული 8 გუნდი მონაწილეობდა.
ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა გუნდმა წარმატებით იასპარეზა და ფინალურ ტურში გავიდა. გუნდი სკოლა-გიმნაზიის ნორჩ მკვლევართა კლუბის წევრებისგან იყო შემდგარი (კლუბის მეურვე - ქიმიის წამყვანი მასწავლებელი ნელი ნაოჭაშვილი). გამარჯვებულ მოსწავლეებს კლუბ „ჩხირკედელასგან“ საჩუქრები გადაეცათ, სკოლა-გიმნაზიას კი - სასწავლო რესურსი. ვულოცავთ მოსწავლეებს მიღწეულ შედეგს! წინ ფინალია!