სკოლა-გიმნაზიაში არსებული ტრადიციის მიხედვით კლასებს წმინდანთა სახელები ეძლევათ და შემდეგ იწერება წმინდანის ხატი.
2024-2025 სასწავლო წელს სკოლა- გიმნაზიას სამი კლასი შეემატა: წმ. პირველმოწამე რაჟდენის, წმ. მეფე აშოტ დიდი კურაპალატისა და წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის პირველი კლასები. ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარში დეკანოზი ბორისი პირველკლასელებს წმინდანთა შესახებ ესაუბრა და კლასების მფარველი წმინდანების ხატები აკურთხა.