სიახლეები

გიმნაზიის ყოველდღიურობა, სიახლეები და ინფორმაციები

ძიება

პროფესიის ძიებაში

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, Childfund Deutschland E.V (გერმანია) პარტნიორობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში კარიერის მართვის და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება ინოვაციური მოდელის საშუალებით“.

განაცხადების წარდგენის შემდეგ სკოლა-გიმნაზია შეირჩა პროექტში მონაწილეობისთვის და 2024 წლის აპრილიდან სკოლა-გიმნაზიის პროფესიული ორიენტაციის კურსის ხელმძღვანელი, ქიმიის წამყვანი მასწავლებელი ნელი ნაოჭაშვილი ესწრება სოციალური მეწარმეობისა და მოსწავლეთა სოციალური მეწარმეობის საგანმანათლებლო კომპანიის თემებზე ტრენერთა ტრენინგებს. 30 მაისს სკოლა-გიმნაზიის უფროსკლასელები პროექტის პროექტში ჩართულ მოსწავლეებთან ერთად ესტუმრნენ პროფესიულ კოლეჯ „განთიადს“. გაეცნენ სასწავლებლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ოსტატებისა და პედაგოგების ხელმძღვანელობით პრაქტიკულად შეასრულეს დავალებები სანტექნიკური, თმის დამუშვების, სამკერვალო და ტურისტული მომსახურების სივრცეებში.

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

ძიება