საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით 2024 წლის 2 ივნისს გორში ჩატარდა საქართველოს პირველი საჭადრაკო სასკოლო ოლიმპიადა - „ნონა გაფრინდაშვილის თასი".
ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ პირველი და მეორე კლასების მოსწავლეები. სკოლა-გიმნაზია მარიამ ხიმშიაშვილმა, ლუკა თოთლაძემ, დავით ხაჩიძემ და დაჩი აწკარუნაშვილმა წარადგინეს (მასწავლებლები ია ჯალალი და ელენე თვაური). მოსწავლეები მოუთმენლად ელოდნენ ოლიმპიადის დაწყებას, მონდომებით ითამაშეს, თუმც, გუნდის შედეგი საკმარისი არ აღმოჩნდა ფინალში გადასასვლელად. ტურნირში მონაწილეობამ მოსწავლეებს განწყობა შეუქმნა, სამომავლოდ მეტი დრო დაუთმონ მომზადებას და უკეთესი შედეგები აჩვენონ. წარმატება მათ!