2024 წლის 10 ივნისს, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიის უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის სამუშო შეხვედრა ჩატარდა, რომელიც ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში კარიერის მართვის და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება ინოვაციური მოდელის საშუალებით“ ფარგლებში.
შეხვედრის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეებისთვის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების გაცნობა და სოციალური მეწარმეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება; შეხვედრას, რომელსაც უძღვებოდნენ ქალბატონი ნელი ნაოჭაშვილი და თინათინ გვერდწითელი, ესწრებოდნენ სკოლა-გიმნაზიის მასწავლებლები და მოსწავლეთა მშობლები. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა სოციალური მეწარმეობის საკითხზე და ჩაერთნენ პრაქტიკულ აქტივობებში. პროექტის მიზანია უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ახალგაზრდების, დემოკრატიულ საქმიანობასა და შრომის ბაზარში ჩართვის ხელშეწყობა, სოციალური უთანასწორობის შემცირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მდგრადი განვითარების გზით. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებია: Childfund Deutschland E.V, (გერმანია), სამეწარმეო სკოლა (უკრაინა), არასამთავრობო ორგანიზაცია “Vesta” (მოლდოვა), ECOVISIO (მოლდოვა), CODE სოციალური მეწარმეობის ჰაბი (სომხეთი) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (საქართველო). სკოლა-გიმნაზიაში გამართულ სამუშაო შეხვედრას პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.