სიახლეები

გიმნაზიის ყოველდღიურობა, სიახლეები და ინფორმაციები

ძიება

კონფერენცია „ოქროს რიცხვი“

2024 წლის 19 მაისს, თავისუფალ უნივერსიტეტში, საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიური კონფერენცია ქიმიაში „ოქროს რიცხვი“,

რომელშიც მონაწილეობდნენ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიის ნორჩ მკვლევართა კლუბის წევრები მარიამ ბოლოთაშვილი და ლიზი რჩეულიშვილი (კლუბის მეურვე და თემის ხელმძღვანელი ნელი ნაოჭაშვილი). კონფერენციის თემა იყო კვლევაზე დაფუძნებული სწავლება და STEM პროექტები. კონფერენციაზე მოსწავლეებმა წარადგინეს პოსტერი - წყალი სიცოცხლის ელექსირი, რომელზეც ასახული იყო მოსწავლეთა მიერ სკოლა-გიმნაზიის ლაბორატორიასა და გორში მდებარე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცენტრალურ ლაბორატორიაში სასმელ წყალზე ჩატარებული კვლევების შედეგები. კონფერენციაზე გიმნაზიელების სივრცეს მრავალი დამთვალიერებელი ჰყავდა, მათ შორის უნივერსიტეტის პროფესორ- მასწავლებლები. სპეციალისტებისა და დაინტერესებული პირების მიერ დასმულ შეკითხვებს მოსწავლეები აქტიურად პასუხობდნენ, განმარტავდნენ თუ რა მიზნით და როგორ აწარმოეს კვლევები და ადგილზეც სთავაზობდნენ საველე კვლევებს. კონფერენციის დასასრულს მოსწავლეებს ორგანიზატორებმა სერთიფიკატები და საჩუქრები გადასცეს.

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

ძიება