27 აპრილს სკოლა-გიმნაზიის წმ. სვიმონ კანანელის სახელობის მე-9 კლასის მოსწავლე თამარ ბარბაქაძე „ინტერნაციონალური მაარიფის სკოლების“ ინიციატივით გამართულ კონკურსში მონაწილეობდა.
კონკურსი ერთ ტურად ჩატარდა და მოიცავდა ტესტირებას მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და ლოგიკაში. კონკურსში მონაწილეობა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე-6 და მე-9 კლასელებს შეეძლოთ. ტესტირების შედეგებით, 400-მდე კონკურსანტიდან, გამოვლინდა უმაღლესი ქულის მქონე 10 საუკეთესო მონაწილე, რომელთა შორის თამარ ბარბაქაძე დასახელდა. დაჯილდოების ცერემონიალი 17 მაისს გაიმართა. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. თამარ ბარბაქაძემ საჩუქრად პლანშეტი მიიღო. არაერთგზის მიგველოცოს გამარჯვება თამარისთვის!