27 დეკემბერს წმ.გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მესამე კლასმა (ხელმძღვანელი ცირა ზაბილონი) გიმნაზიის სააქტო დარბაზში წარმოადგინა სპექტაკლი „საშობაო ზღაპარი“.
სპექტკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა. იგი გამორჩეული გახლდათ იმით, რომ მასში მონაწილეობდნენ როგორც მოსწავლეები, ასევე მათი მშობლები. ღონისძიება აერთიანებდა მხატვრულ, საკომუნიკაციო და შემოქმედებით ელემენტებს. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს ბავშვების უნარ-ჩვევების განვითარებას (აქტიური ჩართულობა, არტისტიზმი, კრეატიულობა), მშობლებისა და ბავშვების თანამშრომლობას, კლასში მეგობრული ურთიერთობის გაძლიერებას.