26 თებერვალს სკოლა-გიმნაზიაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც „ინგლიშ ბუქ ედუქეიშენისა“ წარმომადგენელი მარიამ ლაბახუა უძღვებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა მშობლები,
მათ შორის მშობელთა საბჭოს წარმომადგენლები, ინგლისური ენისა და მათემატიკის მასწავლებლები. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. ქალბატონმა მარიამმა მშობლებს გააცნო ინგლისური ენისა და მათემატიკის ის სახელმძღვანელოები, რომელთა სასწავლო რესურსად გამოყენებასაც სკოლა-გიმნაზია 2025-2026 სასწავლო წლიდან გეგმავს. მშობლებმა დიდი ინტერესი გამოამჟღავნეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მათი მხრიდან შეხვედრაზე დაისვა კითხვები როგორც სახელმძღვანელოების შინაარსობრივ ნაწილთან, ასევე სწავლა-სწავლების მიმართულებით და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით. მშობელთა შეკითხვებს ქალბატონმა მარიამმა ამომწურავად გასცა პასუხი.