29 ოქტომბერს, ღირსი გიორგი ათონელის სახელობის I კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებასა და ხელოვნებაში თემაზე „შემოდგომა ჩვენს გარშემო’’ (პედაგოგები: ქეთევან ლობჟანიძე და ია ჯალალი).
სხვადასხვა აქტივობების გამოყენებით გაკვეთილზე მოსწავლეებმა გაიხსენეს შემოდგომასთან დაკავშირებული თავისებურებები. ჩამოთვალეს შემოდგომის თვეები, დაახასიათეს ამინდი ბუნების ცვლილების მიხედვით.
მარტივი კოლაჟის გამოყენებით შექმნეს შემოდგომის ხე, რომელიც გაალამაზეს ცხოველებით და მცენარეებით. აქტივობაზე გამოიყენეს ხმელი ფოთლები, ფერადი ფანქრები, პლასტილინი.