8 ნოემბერს წმ. ეპისკოპოს ალექსანდრეს სახელობის VI კლასი გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრა (ხელოვნების მასწავლებელი ქეთევან ლობჟანიძე, კლასის ხელმძღვანელი მარინე კაპანაძე). მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ ერთ დღეში დაეთვალიერებინათ საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურის ნიმუშებს, გაეცნენ გვიანი შუასაუკუნეების საცხოვრებელი სახლის აგების სტრუქტურას, მის შიდა მოწყობას, დაათვალიერეს იქ არსებული უძველესი ნივთები. ხალხური რეწვის გაკვეთილებზე მეექვსეკლასელებმა იმუშავეს თიხაზე, კვეთეს ხეზე, მოინახულეს სამჭედლო სახელოსნო, ქსოვეს დაზგაზე. დღემ ნაყოფიერად და ხალისიანად ჩაიარა.