15 ნოემბერს საბუნებისმეტყველო კათედრის ინიციატივით მოეწყო კონკურსი საგნობრივ კათედრებს შორის - „კულინარიული შეჯიბრი“. კონკურსის მიზანი იყო გიმნაზიის სხვადასხვა კათედრის წევრების უკეთ გაცნობა-დაახლოვება, თანამშრომლობის ხელშეწყობა. გიმნაზიის სატრაპეზოში კონკურსანტებისთვის გამოყოფილი ადგილები მონაწილეებმა კათედრის საგნობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით მოაწყეს. კათედრების წევრები სხვადასხვა კონკურსებში „შეერკინენ“ ერთმანეთს. ჟიურის შეფასებით პირველი ადგილი დაიმსახურა სახელმწიფო ენის კათედრამ, მეორე ადგილზე გავიდნენ უცხო ენის კათედრის პედაგოგები, ხოლო მესამეზე -საბუნებისმეტყველო კათედრის წევრები. კონკურსმა საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა - მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ ნომინაციების გამოვლენაში. ღონისძიებით განსაკუთრებულად თბილი, მეგობრული ატმოსფერო შექმნა.