შემოდგომა პირველ კლასში

 

19  ნოემბერს წმ. მთავარანგელოზთა დასის სახელობის I კლასში ჩატარდა შემოდგომისადმი მიძღვნილი ინტეგრირებული გაკვეთილი ხელოვნებასა და ბუნებაში (მასწავლებლები  ცირა ზაბილონი და მარიამ სანადირაძე). პირველკლასელებმა ისაუბრეს შემოდგომაზე,  ამ სეზონისთვის დამახასიათებელ მოვლენებზე და ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებზე. მოსწავლეებმა დაასახელეს ქრისტიანული დღესასწაულები, რომლებსაც შემოდგომით აღნიშნავს ეკლესია. ჯგუფებად დაყოფილმა მოსწავლეებმა გამოძერწეს მასწავლებლის მიერ შეთავაზებული ცხოველების საყვარელი საკვები და წარუდგინეს მეგობრებსა და ღია გაკვეთილის სტუმრებს; ისაუბრეს, თუ როგორ ემზადებიან ცხოველები ზამთრისთვის.  პირველკლასელებმა წინასწარ მოგროვებული ფოთლებით ჯგუფებში შექმნეს ფოთოლცვენის ამსახველი აპლიკაციები და დაასახელეს შესაბამისი ფერები. გაკვეთილი მასწავლებლების მიერ მომზადებული საპრეზენტაციო ელექტრონული სასწავლო მასალის გამოიყენებით წარიმართა.

 

DSCN4521 DSCN4523 DSCN4535 DSCN4549

ძიება