საექსკურსიო გაკვეთილები ქიმიურ ტექნოლოგიებში

 

20 და 25 ნოემბერს გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის ჩატარდა საექსკურსიო გაკვეთილები ქიმიურ ტექნოლოგიებში (მასწავლებელი ნელი ნაოჭაშვილი).  გაკვეთილების მიზანი იყო მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოება და მათი გამოცდილების გამდიდრება. ექსკურსიები მოეწყო გორში მდებარე სასოფლო-მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელ ქარხნებში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს გორის საკონსერვო ქარხანა „კულა“, წისქვილკომბინატი და „ქართული ღვინის სახლი“, თვალი მიადევნეს მიმდინარე საწარმოო პროცესს და გაეცნენ წარმოებაში გამოყენებულ ქიმიურ ტექნოლოგიებს. მეთერთმეტეკლასელებს საშუალება მიეცათ თავად ჩართულიყვნენ გადამამუშავებელი წარმოების პროდუქციისთვის სასაქონლო სახის მიცემაში და თავად გააკრეს ეტიკეტები ქილებზე. ვიზიტორებისათვის განსაკუთრებით საინტერესო და  მნიშვნელოვანი ეკოლოგიურად სუფთა პროდუუქციის წარმოების პროცესის ნახვა იყო. მოსწავლეებს უფრო ზუსტი წარმოდგენა შეიქმნან საკუთარი მიდრეკილებებისა და მომავალში ასარჩევი გეზის შესახებ.

 

1 2 3 4 5 6

ძიება