დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ

 

28 ნოემბერს გიმნაზიის საკონფერენციო დარბაზში ქ. გორის მერიის ინიციატივით გაიმართა ერმილე მაღრაძის ფილმის - „დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ - ტიხროვანი მინანქარი“ ჩვენება. ფილმი გადაღებულია იუნესკოს მიერ მხარდაჭერილი ამავე სახელწოდების პროექტის ფარგლებში და ასახავს ძველი ტექნოლოგიით მინანქრის ნაკეთობების შექმნის სრულ პროცესს.

ფილმის წარდგენამდე მისმა ავტორმა, მხატვარმა და მინანქრის ოსტატმა ერმილე მაღრაძემ, ჩვენებაზე მისულ სტუმრებს გააცნო კვლევის შედეგები,  რითაც დასტურდება საქართველოში მინანქრის ხელოვნების უძველესი ტრადიციის არსებობა და ისაუბრა გზაზე  „ძველი კოლხური ხუფიდან შუა საუკუნეების ტიხროვანი მინანქრის ტექნოლოგიამდე“.

ფილმის ჩვენების შემდეგ გიმნაზიის რექტორ-მოძღვარმა, გორისა და ატენის მიტროპოლიმა ანდრიამ (გვაზავა) ქალაქის მერს, ბატონ ზურაბ ჯირკველიშვილს შესთავაზა გორში ჩამოყალიბდეს ხელოვნების ტრადიციული დარგების შემსწავლელი ცენტრი, რათა არ დაიკარგოს ადგილობრივი ოსტატების ცოდნა ისეთი დარგებისა, როგორიცაა მინანქარი, მეთუნეობა, ოქრომკედი და მათ შეძლონ ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდა.

 

1 DSCN5437 DSCN5461 DSCN5469

ძიება