28 ნოემბერს წმ. კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის I კლასმა ზეიმით გააცილა შემოდგომა (კლასის ხელმძღვანელი ციური ბერუაშვილი, ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ია ჯალალი). შემოდგომის ფერებით მორთულ საკლასო ოთახში შემოდგომის კუთხე მოაწყეს. პირველკლასელებმა გაიხსენეს შემოდგომისთვის დამახასიათებელი მოვლენები და მათთან დაკავშირებული თავისებურებები. გააცოცხლეს გმირები ყამარ ტიელიძე-ბლიაძის მოთხრობიდან „ყურძენი თოვლში“. შეასრულეს სიმღრები და ცეკვები (მუსიკის მასწავლებელი ქეთევან კორაშვილი).