3 დეკემბერს გიმნაზიაში გაიხსნა წმ. მღვდელმოწამე კირიონ II-ის სახელობის VI კლასის მოსწავლის, ვასილ დოიჯაშვილის ნახატების პერსონალური გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა სხვადასხვა ჟანრსა და მასალაში შესრულებული ნამუშევრები: შარჟები, ნატურმორტები, აბსტრაქტული ნახატები გრაფიკასა და ფერწერის დარგში.
გამოფენამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებსა და გიმნაზიის სტუმრებში.
წარმატებას ვუსურვებთ ახალგაზრდა შემოქმედს.