2 მარტს ღირსი იოანე ათონელის სახელობის მე-4 კლასში ჩატარდა პროექტის „მოგზაურობა და აღმოჩენები“ შემაჯამებელი გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში (მასწავლებელი ნონა ხიდაშელი). მოწვეულ მასწავლებლებსა და მშობლებს მეოთხეკლასელებმა წარუდგინეს ჯგუფების მიერ შექმნილი კონტინენტების რუკები, ისაუბრეს პირველაღმომჩენებისა და მოგზაურების შესახებ, განიხილეს კონტინენტებისათვის დამახასიათბელი თავისებურებები. მოსწავლეებმა სრულად წარმოადგილეს პროექტზე მუშაობის პერიოდში თითოეულზე დაკისრებული სამუშაოს შედეგი და გაკვეთილის დასრულებისას, მასწავლებლის მიერ შეთავაზებული რუბრიკების გამოყენებით, თავად შეაფასეს ჯგუფების მიერ შესრულებული სამუშაო.