23 თებერვალს წმ. მოციქულთა პეტრესი და პავლეს სახელობის მე-8 კლასში ჩატარდა ბიოლოგიის ღია გაკვეთილი თემაზე: კანის სტრუქტურა და ფუნქციები, კანის მგრძნობელობა (მასწავლებელი თეა ნონიკაშვილი). გაკვეთილის მიზანი იყო ადამიანის კანის აგებულების განხილვა და ჯანმრთელობის იმ საფრთხეების დადგენა, რაც თან სდევს სვირინგის გაკეთებას. გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეთა ოთხმა ჯგუფმა, საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენებით, წარმოადგინა მათ მიერ მოძიებული ინფორმაცია ტატუირების შესახებ: 1. წარმოშობის მიმოხილვა, 2.ექიმების შეხედულება, 3. სასულიერო პირების შეხედულება და 4. ბავშვების მოსაზრება, რომელთაც მოსწონთ სვირინგი და სურთ მისი გაკეთება. გაკვეთილის მსვლელობისას გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ გიმნაზიის მოძღვრები მამა ბორისი და მამა იოანე და კლასის ხელმძღვანელი ბექა ღუდუშაური. მათმა საუბარმა დააფიქრა მოსწავლეები, ღირს თუ არა სვირინგის გაკეთება. დასკვნის სახით ბიოლოგიის მასწავლებელმა მოსწავლეებს მიაწოდა რეკომენდაციები, როგორ იზრუნონ ჯანმრთელობაზე და აიცილონ საფრთხეები.