12 მარტს წმ. ეპისკოპოს ალექსანდრეს სახელობის მე-6 კლასში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარდა. ,,ადამიანი და ბუნება“ - ეს გახლდათ თემა, რომელთან დაკავშირებითაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მანანა კაკაურიძემ და ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა ნანა ტატურაშვილმა დაგეგმეს ინტეგრირებული გაკვეთილი. მოსწავლეები გაეცნენ გოდერძი ჩოხელის შესანიშნავ მოთხრობას ,,ტყის ქათამი“ და მასში წამოჭრილ საკითხს - დედაშვილური სიყვარულის ძალა, ორი საგნის ჭრილში დაუკვირდნენ, გააანალიზეს და საკუთარი დასკვნებიც გამოიტანეს. გაკვეთილს დაესწრნენ გიმნაზიის ქართულისა და ბუნებისმეტყველების კათედრის წევრები.