საჩვენებელი გაკვეთილი

 

2 აპრილს დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელობის მე-2 კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ცისია ვანიშვილმა, ჩაატარა ღია გაკვეთილი სახელწოდებით  „სირცხვილის არიდება“. გაკვეთილი ემსახურებოდა მოსწავლეების მიერ ტექსტის გააზრებას, საკუთარი დასკვნების გაკეთებას და დასაბუთებას. ჯგუფებს შორის გაიმართა შეჯიბრი, ვინ უფრო მეტ გრამატიკულ დავალებას შეასრულებდა სწორად. გაკვეთილის დასასრულს, მე-2 კლასელების შესრულებული დავალებების გასწორებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს დამსწრე მასწავლებლებმა: კათედრის ხელმძღვანელმა  ნანა ბერძენიშვილმა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა თეა გოგიჩაიშვილმა.

 

__________ __________ (2) __________ (3) __________ (4)

ძიება