მასწავლებელთა საკლასო დაკვირვების ნაწილი პედაგოგთა პროფესიული განვითარების ახალი სქემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გვატყობინებს, სქემით გათვალისწინებული გარე დაკვირვების ნაწილის განხორციელება 2015 წლის სექტემბრიდან დაიწყება. იქამდე კი, პედაგოგებს საშუალება აქვთ ე.წ. მუშა ვიდეოგაკვეთილების შექმნისთვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ითანამშრომლონ.
გიმნაზიიდან 20-მა პედაგოგმა გამოთქვა სურვილი თანამშრომლობაზე 6 აპრილს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა გადაიღეს გიმნაზიის მასწავლებლების გაკვეთილები სხვადასხვა საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა - მანანა კაკაურიძე (მე-6 კლასი), ინგლისური ენა - ირინე რობიტაშვილი (მე-3 კლასი) და გეოგრაფია - ლელა ყეინაშვილი (მე-9 კლასი).