17 აპრილს ღირსი ექვთიმე ათონელის სახელობის VII კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ინგლისურ ენაში (მასწავლებელი ია ნაროზაშვილი). გაკვეთილის თემა იყო: „კლიმატის ცვალებადობა“ ( Climate Change). მოსწავლეებმა დამოუკიდებლად წაიკითხეს და თარგმნეს ახალი სიტყვები, ტექსტის მიხედვით აღწერეს დღის პროგნოზი. სასაუბრო უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად, ნასწავლი გრამატიკული ელემენტების მეშვეობით, მოსწავლეებმა აღწერეს ამინდის პროგნოზი სხვადასხვა ქვეყნებში, ასევე როლური თამაშით გვაუწყეს ამინდის პროგნოზი პირდაპირ ეთერში.