ქალაქის მერიის საჩუქარი

 

23 აპრილს, ქალაქ გორის მერიაში ქ. გორის საჯარო და კერძო სკოლების წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოება შედგა. ქალაქის მერმა, ბატონმა ზურაბ ჯირკველიშვილმა და საქართველოს პარლამენტში გორის მაჟორიტარი დეპუტატის ბატონ სოსო ვახტანგაშვილმა წმიდა ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მიერ „ქრისტიანული კულტურის საფუძვლებში“ მოსწავლე-ახალგაზრდობის საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულ გიმნაზიელებს ლექსო მარიამიძესა და ვასილ არჩვაძეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ოლიმპიადის აბსოლუტურ გამარჯვებულ ელენე კაპანაძეს კი ერთწლიანი სტიპენდიის დანიშვნის სიგელი გადასცეს. ვულოცავთ გიმნაზიელებს წარმატებას!

 

1 2 3 5

ძიება