სამეცნიერო კონფერენცია

 

30 აპრილს  სსიპ გორის სახელმწიფო  სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და შიდა ქართლის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენცია გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ პროფესორი ვიანორ ახალაია,  ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის  გიმნაზიის დირექტორის მოადგილე თინათინ გვერდწითელი და სხვა მოწვეული სტუმრები.

კონფერენციაზე მონაწილეობდნენ  გიმნაზიის მასწავლებლები.  ქართული ენისა და ლიტერატურის სექციაში მოხსენებით „ბიბლიურ სახეთა მხატვრული ტრანსფორმაცია და მათი სტილისტური ფუნქცია აკაკი წერეთლის შემოქმედებაში“ წარდგა მანანა კაკაურიძე, სექციაში „განათლება“  - ნელი ნაოჭაშვილი მოხსენებით „წმენდა ქიმიით-ჰოლივუდის ღიმილი“ და მაია ქურდაძე მოხსენებით „მარტივი ექსპერიმენტი“.

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებულში დაიბეჭდება.

 

1 2 3 4 DSCN9414 DSCN9431 DSCN9437 DSCN9453

ძიება