1 მაისს გიმნაზიის სააქტო დარბაზში სახელმწიფო ენის კათედრის ინიციატივით ქართული ენისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა სასწავლო კონფერენცია გაიმართა. ღირსი ექვთიმე ათონელის სახელობის მე-7 და წმ. მოციქულთა პეტრესი და პავლეს სახელობის მე-8 კლასის მოსწავლეთა მიერ წაკითხულ თემებს ყურადღებით უსმენდნენ გიმნაზიის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების მაია მელიქიშვილისა და ნანა ბერძენიშვილის მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ანბანის ისტორიის შესახებ, მისი განვითარების ეტაპებზე, ქართული ანბანის თავისებურებებსა და განსაკუთრებულობაზე. მოსწავლეებს მიესალმნენ და სახელმწიფო ენის გადარჩენისათვის საქართველოს მოქალაქეთა ძალისხმევაზე ესაუბრნენ გიმნაზიის სახელმწიფო ენის კათედრის ხელმძღვანელი ნანა ბერძენიშვილი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ზვიად ხუბულური.
მოხსენებებით გამოვიდნენ:
ექვთიმე ათონელის სახელობის მე-7 კლასის მოსწავლეები:
ნინო მაისურაძე
მარიამ მაისურაძე
გიორგი მაისურაძე
წმ. მოციქულთა პეტრესი და პავლეს სახელობის მე-8 კლასის მოსწავლეები:
გვანცა მარიამიძე
თათული მარმალიძე
საბა ხაჭაპურიძე