1 მაისს წმ. მთავარანგელოზთა დასის სახელობის 1-ლი და ღირსი იოანე ათონელის სახელობის მე-4 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება (მასწავლებელი თეა გოგიჩაიშვილი). მეოთხეკლასელების თავისი გამოსვლებით კიდევ ერთხელ დააფიქრეს მსმენელი ქართული ენის მნიშვნელობაზე და ემოციურად გადმოსცეს საკუთარი დამოკიდებულება მშობლიური ენის მიმართ. მკერდზე გამოსახული მხედრული ანბანის ასოებით, პირველკლასელებმა მხატვრულად გადმოსცეს ყოველი ბგერის ჟღერადობა და ხალისი შემატეს საღამოს.