მეათე სასწავლო წლის დაწყება გიმნაზიაში

 

14 სექტემბერს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში მეათე სასწავლო წელი დაიწყო. გიმნაზიის რექტორმა , გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად  სწავლის დაწყების წინ სასწავლებლის ტაძარში პარაკლისი შეასრულა და გიმნაზიის მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები დალოცა. შემდეგ მეუფე ანდრიამ და გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა მამა ბორისმა პირველკლასელებს სწავლის პირველი დღე მიულოცეს . გიმნაზიის რექტორმა ახალი სპორტული დარბაზი დაათვალიერა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ძიება