მხიარული სტარტების მორიგი ეტაპი

 

28 ნოემბერს თბილისში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში მიმდინარე „მხიარული სტარტების“ გუნდური შეჯიბრის ფინალური თამაშები დაიწყო. 2000-2006 წლებში დაბადებული გოგონებისა და ვაჟებისაგან შემდგარი გუნდი მასწავლებლებთან ერთად (მარინე კახიაშვილი, თენგიზ დვალიშვილი) წელს პირველად მონაწილეობდა ამ რანგის შეჯიბრში. გიმნაზიის გუნდი, როგორც რაიონული ტურნირის გამარჯვებული, ქალაქ გორის მერიის მხარდაჭერით, ფინალურ თამაშებზე გაემგზავრა. თავდაუზოგავ ჭიდილში გიმნაზიელებმა და მოწინააღმდეგეთა ორმა გუნდმა თანაბარი ქულები დააგროვეს. დებულების თანახმად შეჯიბრის შედეგი ბაგირის გადაწევამ განსაზღვრა და გიმნაზიის გუნდი შემდგომ ეტაპზე ვეღარ დაგავიდა.  მოსწავლეებმა უკვე დაიწყეს მზადება შემდგომი ტურნირისთვის. წარმატებას ვუსურვებთ ახალგაზრდა სპორტსმენებს.

 

DSCN3410 DSCN3446 DSCN3447 DSCN3453 DSCN3454 DSCN3458 DSCN3461 DSCN3475

ძიება