„დარისპანის გასაჭირი“ მერვეკლასელების თვალთახედვით

 

 

3 დეკემბერს, წმ ნიკოლოზის სახელობის მე-8 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე  (მასწავლებელი ნანა ბერძენიშვილი) წარმოადგინეს ჯგუფების მიერ მომზადებული  დ.ავით კლდიაშვილის ბიოგრაფიის ამსახველი საპრეზენტაციო  მასალა და ისაუბრეს მის შემოქმედებაზე. შემდეგ კი  მასწავლებლის მიერ შეთავაზებული სწავლების მეთოდის- როლური თამაშის გამოყენებით  პიესის „დარისპანის გასაჭირის“ პერსონაჟები გააცოცხლეს. ნაწარმოების სწავლებისას ბავშვებმა გამოიჩინეს დიდ ინტერესი პერსონაჟთა ხასიათების მიმართ, გაითავისეს მათი დარდი, ტკივილი, გასაჭირი, გაეცნენ მათ მეტყველებას-იმერულ კილოს, სამოსელს, ყოფას. მოსწავლეებმა დაამზადეს მოსაწვევი ბარათები და ღია გაკვეთილზე გიმნაზიელები და პედაგოგები მოიწვიეს. სტუმრები ნასიამოვნები დარჩნენ „იმერულ ოჯახში“ სტუმრობით.

 

DSCN3484 DSCN3486 DSCN3509 DSCN3510 DSCN3513 DSCN3539

ძიება