ძველი ქართული ენა გიმნაზიაში ოთხწლიანი კურსით ისწავლება მე-5-მე-8 კლასებში (მასწავლებელი ნინო კვაღნიძე). სწორედ ამ საგანში მიღებული ცოდნის გაღრმავებას ემსახურებოდა 17 ივნისს გამართული კონკურსი „ჩვენი ენა ქართული“.
კონკურსში მონაწილეობდნენ წმ. მღვდელმთავარ გაბრიელის სახელობის და ღირსი იოანე ათონელის სახელობის მე-5 კლასების მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელები თამარ დეკანოსიძე და მარინე კახიაშვილი). საკონკურსო კითხვებზე ჯგუფების მიერ გაცემულმა პასუხებმა გამოავლინა მშობლიური ენის უძველესი ანბანის განვითარების ისტორიული ხაზის, ეპიგრაფიკული მემკვიდრეობის ნიმუშების, ასომთავრული (მრგლოვანი) ანბანის, ძველი ქართული სიტყვების განმარტებისა და ანდაზების კარგი ცოდნა. ამ ცოდნით შეიარაღებული მოზარდი შეძლებს დაინახოს ურღვევი კავშირი წარსულთან და კიდევ უფრო მეტი მონდომებითა და ხალისით განაგრძობს ძველი ქართული ენის შესწავლას.