ნიკო მუსხელიშვილი

 ნიკო ივანის ძე მუსხელიშვილი დაიბადა 1891 წლის 19 თებევალს ქალაქ თბილისში, სამხედრო ინჟინერის ივანე ლევანის ძე მუსხელიშვილის ოჯახში. მან საშუალო განათლება 

თბილისის მეორე გიმნაზიაში მიიღო, სადაც სწავლობდა 1901- 1909 წლებში. 1915 წლიდან 1920 წლამდე მუსხელიშვილი პეტროგრადის ნივერსიტეტსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში ასწავლიდა უმაღლეს მათემატიკას და მექანიკას.

ბიოგრაფია

ნიკოლოზ  ივანეს- ძე  მუსხელიშვილი  დაიბადა 1891  წელს  16  თებერვალს ქალაქ  თბილისში  სამხედრო  ინჟინრის  ოჯახში. სწავლობდა  თბილისის  მეორე  გიმნაზიაში. ნიკოლოზ  მუსხელიშვილი   1909  წელს გაემგზავრა  პეტერბურგში  და  პეტერბურგის  უნივერსიტეტის  ფიზიკა-მათემატიკის  ფაკულტეტზე  შევიდა. იგი  ძალიან  ნიჭიერი  და  შრომისმოყვარე  სტუდენტი  იყო, ამიტომაც უნივერსიტეტის  დამთავრების  შემდეგ  1914  წელს  დატოვებული იქნა  თეორიული  მექანიკის  კათედრაზე. იგი სხვადასხვა  უნივერსიტეტებში  ასწავლიდა  უმაღლეს  მათემატიკასა  და  მექანიკას. 1921  წელს  დაბრუნდა  თბილისში  და  ივანე  ჯავახიშვილის მოწვევით  მუშაობა დაიწყო  თბილისის  უნივერსიტეტში  ჯერ  დოცენტის, შემდეგ  კი  1922  წლიდან  პროფესორის  თანამდებობაზე.

მუსხელიშვილს  ფუძემდებლური გამოკვლევები  აქვს  დრეკადობის  თეორიაში. მან  შემოიღო მრავალი  მეთოდი, რომელსაც წარმატებით  იყენებენ  მათემატიკის  სხვა  დარგებშიც, თეორიულ  ფიზიკასა  და  მექანიკაში. მისი  ნაშრომები  გამოცემული  და  თარგმნილია  მრავალ  ენაზე.

ნიკოლოზ  მუსხელიშვილი იყო  საზოგადო  და   სახელმწიფო  მოღვაწე, საბჭოთა  კავშირის  მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი  და პრეზიდიუმის  წევრი, საქართველოს  მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი  დამფუძნებელი  და  პირველი პრეზიდენტი, საპატიო  პრეზიდენტი, სოციალისტური  შრომის   გმირი, თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  პროფესორი. ანდრია  რაზმაძის  სახელობის  მათემატიკის  ინსტიტუტის  დირექტორი. დაჯილდოებულია სხვადასხვა ორდენებით  და  მედლებით, აგრეთვე  ორი  უცხოური ორდენით. ნიკოლოზ  მუსხელიშვილი  1976  წლის  16  ივლისს  გარდაიცვალა.  დაკრძალულია  მთაწმინდის  პანთეონში. ჰყავდა  მეუღლე-თამარ ნიკოლაძე.

ნიკო მუსხელიშვილი

           ნიკო ივანის ძე მუსხელიშვილი დაიბადა 1891 წლის 19 თებევალს ქალაქ თბილისში, სამხედრო ინჟინერის ივანე ლევანის ძე მუსხელიშვილის ოჯახში. მან საშუალო განათლება  თბილისის მეორე გიმნაზიაში მიიღო, სადაც სწავლობდა 1901- 1909 წლებში. 1915 წლიდან 1920 წლამდე მუსხელიშვილი პეტროგრადის ნივერსიტეტსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში ასწავლიდა უმაღლეს მათემატიკას და მექანიკას.

ძიება