2017 წლის 29 მაისს გიმანზიაში საერთო-საგიმნაზიო სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო გიმნაზიის ბოლო ექვსი წლის საქმიანობის განხილვა, სუსტი და ძლიერი მხარეების შეფასება, ექვსწლიანი სტრატეგიული გეგმისა და ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშვება. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ გიმნაზიის რექტორი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი ბორისი, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში მანანა კაკაურიძე, მასწავლებლები, თანამშრომლები, მოსწავლეთა მშობლები და გიმნაზიის უფროსკლასელები. შეხვედრას უძღვებოდა აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე საორგანიზაციო დარგში თინათინ გვერდწითელი. შეხვედრის მონაწილეთა აქტიური და დაინტერესებული მუშაობის შედეგია 2017-2022 წლების გიმნაზიის სტრატეგიული გეგმა, რის საფუძველზეც გიმნაზია დაგეგმავს შემდომ საქმიანობას.