ა(ა)იპ ღირსი მამა  გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია აცხადებს პირველკლასელთა მიღებას 2020-2021 სასწავლო წლისათვის   გიმნაზიაში განცხადებისა და საბუთების მიღება

დაიწყება 2020 წლის 4 მაისიდან (ადგილები შეზღუდულია) მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი საბუთები მიიღება განცხადებასთან ერთად. მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა  უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: ·         დაბადების მოწმობა - დედანი, ·         მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლები ტელეფონის/მობილურის ნომრებისა და ელ.ფოსტის მისამართების  მითითებით, ·         დევნილის მოწმობის ასლი (თუ არის), ·         სოციალურად დაუცველობის შესახებ ამონაწერი სააგენტოდან (თუ არის), ·         ობოლი თუ არის, მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი, ·         და-ძმების დაბადების მოწმობების ასლები (თუ 4 და მეტი დედმამიშვილია ოჯახში) ·         სარეგისტრაციო  გადასახადისა (10 ლარი) და ერთი თვის სწავლების საფასურის გიმნაზიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის ქვითარი. მშობელს შეუძლია განცხადება და საბუთები წარმოადგინოს  მატერიალური სახით (სამუშაო დღეებში 12:00-დან 16:00-მდე) ან ელექტრონული სახით ელ. ფოსტაზე გამოგზავნით - ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. მოსწავლის რეგისტრაცია და ჩარიცხვა განხორციელდება მხოლოდ მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში. 2020 წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრამდე მშობლებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები: ·         დაბადების მოწმობის ასლი ნოტარიალურად დამოწმებული, ·         ჯანმრთელობის ცნობა, ·         ფოტო 3/4  -  3 ცალი, ·         არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი იუსტიციის სახლიდან. შენიშვნა: რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.   გიმნაზიის ადმინისტრაცია

ძიება