გვერდი 13 სულ 14
ლიტერატურულ-თეატრალურ წრეზე ჩვენმა ჯგუფმა წელს დაიწყო მეცადინეობა. დავდგით საშობაო ზღაპარი. ახალი წლიდან კი იაკობ გოგებაშვილის მოთხრობაზე "იავნანამ რა ჰქმნა?!" დავიწყეთ მუშაობა. ტექსტების სწავლა ცოტა გაგვიძნელდა. უმცროსი ასაკის ჯგუფში, ხომ პირველკლასელებიც არიან, მაგრამ საბოლოოდ წარმატებით შევისწავლეთ და 13 აპრილს სცენაზეც წარმოვადგინეთ ეს შესანიშნავი ნაწარმოები. ძალიან სახალისო იყო, ჩვენთვის კარგად ნაცნობი მოსწავლეების განსხვავებულ ფორმებში და როლებში ნახვა. ეს წარმოდგენა ქართული ენის დღეს მივუძღვენით.