,,სალამურა" სასწავლო წლის ბოლო დღეს წარმოვადგინეთ. სპექტაკლისთვის მზადება რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ, თავიდან ცოტა გაგვიჭირდა, თუმცა მუშაობის პროცესში ძალიან ვიხალისეთ და გავერთეთ კიდეც. ბაიას როლის შემსრულებელი - ნანუკა ყველაშვილი და სასახლის მეზღაპრე - მარკოზ კარელიძე პირველკლასელები არიან და წელს პირველად მიიღეს მონაწილეობა სპექტაკლში. სალამურას როლი - მიხეილ მაისურაძემ შეასრულა. პატარებთან იმუშავეს და ორ-ორი როლი შეითავსეს მეფემ (ასევე მიდი-მოადე) - ლექსო მარიამიძემ და ქონდართუხუცესმა (ასევე ალე-ჰოპი) - სანდრო ხადურმა. ქონდარინე - გვანცა ლოლუა და ქარბორბალა - ლუკა ლოლუა და - ძმანი არიან. ფრინტას როლი - თეკლა გელდიაშვილმა შეასრულა, სირბილასი - საბა კაპანაძემ. ორი როლი, სასახლის პოეტისა და ბრძენი კინა-ლოკოსი, სანდრო ტლაშაძემ განასახიერა. ყველაზე შთამბეჭდავი მაინც ქონდარუხი - მიხეილ ტლაშაძე გახლდათ. შესანიშნავად ითამაშეს მეორე ვეზირმა - საბა ლომსაძემ, პოეტთა ქალაქის მკვიდრებმა: მიხეილ ანანიაშვილმა, ბარბარე მელანაშვილმა, ლალი გუგუტიშვილმა. სპექტაკლი ცეკვითა და სიმღერით გაახალისეს ყვავილებმა: ნანა რომელაშვილმა, ნინო ფცქიალაძემ, ქრისტინა ბეგაშვილმა, ქეთევან კოპაძემ, ანა კარელიძემ, თამარ კაიშაურმა.
მადლობა ყველა მშობელს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენის ჩატარებას და ყველა მონაწილეს გულითადი მუშაობისათვის