ა(ა)იპ ღირსი მამა  გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

აცხადებს პირველკლასელთა მიღებას

2020-2021 სასწავლო წლისათვის

 

გიმნაზიაში განცხადებისა და საბუთების მიღება დაიწყება

2020 წლის 4 მაისიდან

(ადგილები შეზღუდულია)

 

მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი საბუთები მიღება განცხადებასთან ერთად.

მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა  უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

·         დაბადების მოწმობა - დედანი,

·         მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლები ტელეფონის/მობილურის ნომრებისა და ელ.ფოსტის მისამართების  მითითებით,

·         დევნილის მოწმობის ასლი (თუ არის),

·         სოციალურად დაუცველობის შესახებ ამონაწერი სააგენტოდან (თუ არის),

·         ობოლი თუ არის, მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი,

·         და-ძმების დაბადების მოწმობების ასლები (თუ 4 და მეტი დედმამიშვილია ოჯახში)

·         სარეგისტრაციო  გადასახადისა (10 ლარი) და ერთი თვის სწავლების საფასურის გიმნაზიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის ქვითარი.

მშობელს შეუძლია განცხადება და საბუთები წარმოადგინოს  მატერიალური სახით (სამუშაო დღეებში 12:00-დან 16:00-მდე) ან ელექტრონული სახით ელ. ფოსტაზე გამოგზავნით - ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

მოსწავლის რეგისტრაცია და ჩარიცხვა განხორციელდება მხოლოდ მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში.

2020 წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრამდე მშობლებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

·         დაბადების მოწმობის ასლი ნოტარიალურად დამოწმებული,

·         ჯანმრთელობის ცნობა,

·         ფოტო 3/4  -  3 ცალი,

·         არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი იუსტიციის სახლიდან.

შენიშვნა: რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

 

გიმნაზიის ადმინისტრაცია

საკონტაქტო მონაცემები

 

გორი, სამეფო ქ. #5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
    ს.კ 218082848
    ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია

  • (გორის ფილიალი)  UGEBGE22

    ანგარიშის # GE17VT0200000028483608

სიახლეების გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები და იყავი მუდამ საქმის კურსში

Search