სიახლეები

გიმნაზიის ყოველდღიურობა, სიახლეები და ინფორმაციები

ძიება

COVID-19 და დეზინფორმაცია

გიმნაზიის მოსწავლეები, მიუხედავად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო ჩვენს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციისა, აგრძელებენ არაფორმარულ განათლების მიღებას. საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს გიმნაზიის წმ. კირიონ II-ის სახელობის მე-11 კლასის მოსწავლე. მე ვარ ნიცა ამბრიაშვილი, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლე.

2019 წლის აგვისტოდან ვარ ახალგაზრდა ევროპელი ელჩი EU Neighbours East-ში. აქ გაერთიანებული ახალგაზრდები აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის ქვეყნებიდან ვართ. ჩემი, როგორც ახალგაზრდა ელჩის მიზანია ცოდნა და ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობებიდან მიღებული გამოცდილება გავუზიარო სხვებს. გვაქვს აქტიური ვიზიტები სკოლებში, უნივერსიტეტებში, ევროკლუბებში, ვმონაწილეობთ და თავადაც ვმართავთ ღონისძიებებს. ახლანდელი, ყველასთვის ნაცნობი, სიტუაციიდან გამომდინარე ვართ სახლში და აღარ გვაქვს საშუალება ჩავატაროთ უშუალო შეხვედრები. სწორედ ამიტომ, 23 და 24 აპრილს, EU Neighbours East-ისა და EU VS DISINFO-ს ორგანიზებით ელჩები ყველა ქვეყნიდან შევიკრიბეთ ონლაინ ტრენინგ- კურსზე თემაზე „COVID-19 და დეზინფორმაცია“. ტრენინგი ინგლისურ ენაზე ამ საკითხის ექსპერტებმა ჩაატარეს. ბევრი შევიტყვე იმის შესახებ, რომ ხშირად სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და რომ სწორედ ახლა, კრიტიკულ პერიოდში, ვრცელდება სტატიები, რომლებიც შეიცავენ უამრავ დეზინფორმაციას, რაც ქმნის მნიშვნელოვან შეფერხებას ვირუსთან ბრძოლაში. ჩვენი, თითოეულის პასუხისმგებლობაა გადავამოწმოთ და არ გავავრცელოთ სოციალურ სივრცეში ცრუ და დაუზუსტებელი ინფორმაცია. ტრენინგზე გავიგე, როგორ უნდა დავაზუსტოთ სტატიის უტყუარობა: პირველ რიგში უნდა დავფიქრდეთ, რა არის ინფორმაციის წყარო? დავრწმუნდეთ, რომ წყარო სანდოა. 2. გავარკვიოთ, როდის იყო სტატია დაწერილი? მეცნიერული მონაცემები ყოველდღიურად ახლდება და იცვლება საზოგადოებრივი რეკომენდაციები, ამიტომ საჭიროა არ ჩამოვრჩეთ მოვლენებს და ახალ მონაცემებს დროულად გავეცნოთ. 3. შეესაბამება თუ არა ამბავი ოფიციალურ რეკომენდაციებს? ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ არის თუ არა სტატია ამაღელვებელი და შფოთისმომტანი. ხშირად დეზინფორმაციული სტატია სწორედ ემოციურ დეტალებს შეიცავს. ტრენინგ-კურსის ბოლოს წარვადგინეთ ჩვენ მიერ მომზადებული პროექტები, რომლებიც გაგვიადვილებს დავამარცხოთ დეზინფორმაცია. რეკომენდაციებისათვის შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდს: www.euvsdisinfo.eu .

საკონტაქტო მონაცემები

 

გორი, სამეფო ქ. #5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
    ს.კ 218082848
    ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია

  • (გორის ფილიალი)  UGEBGE22

    ანგარიშის # GE17VT0200000028483608

Search