საქართველოს სახელმწიფო ჩრდილების თეატრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი და დამფუძნებელი ბატონი გელა კანდელაკია, არის ადგილი, სადაც დაინტერესებულ ადამიანებს ჩრდილების მასტერკლასზე იწვევენ და გულთბილად მასპინძლობენ.
სწორედ ამ თეატრს ესტუმრნენ 20 აპრილს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის წმ. მღვდელმოწამე კირიონ II-ის სახელობის მესამე კლასის მოსწავლეები კლასის ხელმძღვანელ მაია მაისურაძესთან და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელ მედეია აწკარუნაშვილთან ერთად. მოსწავლეები დაესწრნენ წარმოდგენებს შემდეგ კი, თეატრის მსახიობების დახმარებით, თეჯირის მიღმა აღმოჩნდნენ და თავად „გადაიქცნენ მსახიობებად“. გიმნაზიელების შთაბეჭდილებებით სავსე და დაუვიწყარი დღე ფოტოებზე ლევან ჩაჩანიძემ აღბეჭდა.