გიმნაზიის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მე-4 კლასის მოსწავლეებმა „მე და საზოგადოების“ სასწავლო პროგრამის ფარგლებში მოიძიეს ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ და კლასში წარადგინეს.
2023 წლის 2 ივნისს მოსწავლეებმა გორის ციხე „დალაშქრეს“ (მასწავლებელი ია ჯალალი, კლასის ხელმძღვანელი შორენა პაიჭაძე), დაათვალიერეს ციხის ტერიტორია, ამაღლებული ბორცვიდან გადახედეს ქალაქის ხედებს, აღმოაჩინეს დამთვალიერებლებისგან დაზიანებული კედლები წარწერებით ქვებზე. მოსწავლეებმა გაიხსენეს კულტურული მემკვიდრეობის გაფრთხილების მნიშვნელობა, ისაუბრეს ძეგლების დაცვის აუცილებლობაზე. საველე გაკვეთილზე გიმნაზიელებმა უსაფრთხო ლაშქრობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები გამოავლინეს. ლაშქრობამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში და მოგზაურები გაახალისა.