ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის წმ. სვიმეონ კანანელის სახელობის მე-8 კლასის მოსწავლე თემურ თუთარაშვილმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!
თემურმა იასპარეზა რუმინეთის საერთაშორისო ტურნირში თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც 15 წლამდელთა შორის 41კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა! ვულოცავთ ახალგაზრდა სპორტსმენს და მის მწვრთნელს, არჩილ ბარამიძეს მიღწეულ წარმატებას!