2024 წლის თებერვალში გიმნაზიის ღირსი გიორგი ათონელის სახელობის მე-11 კლასის მოსწავლეებმა ისტორიის მასწავლებლის, ქალბატონ ლიანა გელაშვილის ორგანიზებით, წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით წამოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია „ნუ ოდეს დამივიწყებთ, დავითს!“. მოსწავლეებმა საფუძვლიანად შეისწავლეს მეფე დავითის ეპოქა, მისი მოღვაწეობის მნიშვნელოვანი მოვლენები და საინტერესოდ წარმოადგინეს მაყურებელთა წინაშე მისი ცხოვრების დეტალებთან ერთად. მეთერთმეტეკლასელთა გამოსვლას გიმნაზიის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები დაესწრნენ.