2024 წლის 6 მარტს, გიმნაზიას დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. შეხვედრა, რომელსაც გიმნაზიის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ესწრებოდნენ, მიზნად ისახავდა აკადემიის შესახებ ცნობადობის გაზრდას, ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებასა და ქართული ჯარის პოპულარიზაციას.
სტუმრებმა მოსწავლეებს გააცნეს როგორც აკადემიის საბაკალავრო სასწავლო პროგრამები, ასევე ის შესაძლებლობები, რომლებიც არსებობს საქართველოში კადეტთა მომზადების მიმართულებით. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა ინტერაქტიული ფორმით გაგრძელდა - ოფიცრებმა მოსწავლეთა შეკითხვებს უპასუხეს, შეხვედრის დასრულებისას კი მოსწავლეებმა უპასუხეს სტუმრების მიერ დასმულ კითხვებს. აქტიური მოსწავლეები სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.