2024 წლის 21 მარტს, გიმნაზიში, “Pearson Education”-ის საერთაშორისო გამომცელობის წარმომადგენელთა მონაწილეობით, გიმნაზიის ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდა “Pearson Education”-ის საერთაშორისო გამომცელობის რეგიონალური დირექტორი ქალბატონი აგნეშკა ჰიბელი. სტუმარმა მასწავლებლებსა და მშობლებს გააცნო საგანმანათლებლო რესურსი ინგლისური ენის სწავლებისთვის სხვადასხვა დონეზე (სახელმძღვანელოები, სამუშაო რვეულები, მასწავლებლის წიგნები, ციფრული მასალა). მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სწრაფად ცვალებად სამყაროში განათლება წარმატების გასაღებია; შეთავაზებული კურსის გავლა კი მოსწავლეებს განუვითარებს უნარებს, გაუხსნის გზას შესაძლებლობებისკენ და დაეხმარება წინსვლაში მათი ცხოვრების ყველა ეტაპზე. შეხვედრის ბოლოს
ვიზიტის ორგანიზატორმა დემეტრე მაღრაძემ მასწავლებლები, მშობლები და გიმნაზიის ადმინისტრაციის წარმომადგენელი პირსონის საგანმანათლებლო კონფერენციაზე მიიწვია.