2024 წლის 17-21 აპრილს ქალაქ ქუთაისში ჩატარდა აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეცამეტე საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ექვსი ქვეყანის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
57 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა სკოლა-გიმნაზიის წმ. თეოდორე კველთელის სახელობის მე-11 კლასის მოსწავლე თეკლა არბოლიშვილმა.
ამავე წლის თებერვალში, საქართველოს ჩემპიონატზე კრივში, რომელშიც 2008-2009 წლებში დაბადებული მოკრივეები მონაწილეობდნენ, თეკლა არბოლიშვილმა (54 კგ.) ვერცხლის მედალი დაიმსახურა. თეკლა ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სპეციალიზებული სკოლის აღზრდილია. წარმატებას ვუსურვებთ სპორტულ კარიერაში!
{gallery}GIMNAZIA/SIAXLEEBI/2024_WELI/APRILI/GAMARJVEBA_RINGZE{\gallery}