წესდება

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის წესდება



თავი I

ძირითადი დებულებები

 

მუხლი 1. ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და სახელწოდება

1.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი `ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია~ (შემდგომში გიმნაზია) არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.

1.2. გიმნაზიის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

1.3. გიმნაზიის ადგილსამყოფელია საქართველო, ქ. გორი, სამეფო ქ. #5.

1.4. იურიდიული პირის სახელწოდებაა ა(ა)იპ `ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია~.

1.5. ელ. ფოსტა: gori.gimnazia@gmail.com

1.6. გიმნაზიას შეიძლება ჰქონდეს ბეჭედი და ანგარიშსწორების ანგარიში საბანკო დაწესებულებებში.

მუხლი 2. გიმნაზიის იურიდიული მისამართი, სამეურნეო წელი და არსებობის ხანგრძლივობა

2.1. გიმნაზიის იურიდიული მისამართია: ქ. გორი, სამეფო ქ. #5, (ინდექსი 1400, საქართველო).

2.2. გიმნაზია შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.


 

თავი II

მიზანი და საქმიანობა

მუხლი 3. გიმნაზიის მიზანი და საქმიანობა

3.1. გიმნაზია ახორციელებს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო საქმიანობას;

3.2. გიმნაზიის მიზანია:

ა) ზოგადი განათლების მიცემა დაწყებით ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე;

ბ) მოსწავლეების აღზრდა ქრისტიანული ღირებულებების შესაბამისად;

გ) ქრისტიანული ხელოვნებისა და ხალხური რეწვის სპეციალობებში შესაბამისი სახელობო-სახელოვნებო განათლების მიცემა.

დ) ქრისტიანული ცნობიერებისა და ზნეობის განვითარებისათვის შესაბამისი სასწავლო-სააღმზრდელო პირობების შექმნა;

ე) მოსწავლეთა ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება;

ვ) მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე ზრუნვა.

3.3. გიმნაზია შეიძლება ეწეოდეს სხვა სახის საქმიანობას, რაც შეესაბამება ეკლესიის ავტორიტეტს, ქრისტიანულ მოძღვრებასა და სწავლა-აღზრდის ამოცანებს.

3.4. გიმნაზია შეიძლება ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც არ ცვლის მისი, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის ხასიათს; ამგვარი საქმიანობით მიღებული ყველა შემოსავალი უნდა მოხმარდეს მხოლოდ გიმნაზიის მიზნის მიღწევას.

3.5. გიმნაზია ეწევა სხვა საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული კანონით.


 

თავი III

წევრობა. დამფუძნებელი


მუხლი 4. წევრობა

4.1. გიმნაზია არ არის წევრობაზე დაფუძნებული იურიდიული პირი.

მუხლი 5. გიმნაზიის დამფუძნებელი

5.1. გიმნაზიის დამფუძნებელია სრულიად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია (იგივე -სსიპ საქართველოს საპატრიარქო (იურიდიული მისამართი: ქ.თბილისი, ერეკლე ჳჳ-ის მოედანი #1, გადასახადის გადამხდელის #204395537), რომელსაც წარმოადგენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (სამოქალაქო სახელი - ირაკლი შიოლაშვილი, დაბადებული 04.12.1933წ. მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, ერეკლე II-ის მოედანი №1, პირადი ნომერი №01015004723).

 


თავი IV

ხელმძღვანელობა


მუხლი 6. გიმნაზიის მართვა

6.1. გიმნაზიის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილებას ახორციელებს დამფუძნებლის მიერ დანიშნული რექტორი;

6.2. გიმნაზიის რექტორი არის უმაღლესი თანამდებობრივი პირი და ინიშნება უვადოდ.

6.3. გიმნაზიის რექტორი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გიმნაზიის აღმასრულებელ დირექტორს და ადმინისტრაციას.

6.4. გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი:

ა) აღმასრულებელი დირექტორი  წარმართავს გიმნაზიის ყოველდღიურ საქმიანობას;

ა) რექტორის თანხმობით  (რწმუნებულებით) წარმოადგენს გიმნაზიას მესამე პირებთან (მათ შორის, ბანკებთან) ურთიერთობაში, დებს ხელშეკრულებებს;

ბ) დამფუძნებელთან შეთანხმებით, რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს გიმნაზიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, გეგმებსა და მიზნობრივ პროგრამებს, წლიური საქმიანობის ანგარიშს;

გ) იწვევს და თავმჯდომარეობს ადმინისტრაციის სხდომებს, პედაგოგთა საერთო კრებებს, პედაგოგთა და სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს და ხელმძღვანელობს მათ საქმიანობას;

დ) უზრუნველყოფს დამფუძნებლისა და რექტორის გადაწყვეტილებათა შესრულებას;

ე) რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს წესდებას, შინაგანაწესსა და გიმნაზიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა ნორმატიული აქტებს.

ვ) უზრუნველყოფს გიმნაზიის საფინანსო საქმიანობის კანონიერებას;

ზ) რექტორთან შეთანხმებით ამტკიცებს გიმნაზიის ბიუჯეტსა და ცალკეულ პროექტებს;

თ) მოითხოვს ანგარიშვალდებულ პირთა ანგარიშს მათი საქმიანობის შესახებ;

ი) უზრუნველყოფს საქმისწარმოებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

კ) ასრულებს ამ წესდებით, გიმნაზიის სხვა აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილ სხვა ფუნქციებს.

ლ) ქონების განკარგვას, ვალდებულებებით დატვირთვას და ლიკვიდაციის საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს დამფუძნებელთან და რექტორთან შეთანხმებით.

6.5. გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის შემთხვევაში აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობებს ასრულებს დირექტორის მოადგილე. იგი ინიშნება რექტორის მიერ.

6.6. გიმნაზიას შეიძლება ჰყავდეს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც საკონსულტაციო ორგანოა. საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს რექტორი. საბჭო წარმომადგენლობითი ორგანოა და მისი გადაწყვეტილებები გიმნაზიისთვის სარეკომენდაციო მნიშვნელობისაა.

 

მუხლი 7. აღმასრულებელი ორგანო

7.1. გიმნაზიის აღმასრულებელი ორგანოა აღმასრულებელი დირექტორი და ადმინისტრაცია.

7.2. ადმინისტრაცია არის დირექტორის აპარატი, რომელიც უზრუნველყოფს რექტორისა და აღმასრულებელი დირექტორის დავალებათა და გადაწყვეტილებათა (ბრძანებების, განკარგულებებისა და სხვა აქტების) აღსრულებას.

7.3. ადმინისტრაციის სტრუქტურა, შემადგენლობა, ფუნქციები და უფლებამოსილება დგინდება შინაგანაწესით, რომელსაც ამტკიცებს რექტორი.

 


თავი V

ქონება

მუხლი 8. გიმნაზიის ქონება

8.1. გიმნაზიის ქონება იქმნება ვაუჩერის, გრანტების,  დამხმარე სამეწარმეო საქმიანობით, შეწირულობითა და სხვა კანონიერი გზით მიღებული შემოსავლებისაგან.

13.2. გიმნაზიის ქონება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ მისი საწესდებო მიზნების განხორციელებას.

 


თავი Vi

ცვლილებები წესდებაში.

რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

 მუხლი 9. ცვლილებები წესდებაში. სარეგისტრაციო ფაქტები

9.1 ცვლილებები გიმნაზიის წესდებაში შეიტანება ამ წესდებით დადგენილი წესით.

9.2. ნებისმიერი ცვლილება წარმოადგენს სარეგისტრაციო ფაქტს.

9.3. გიმნაზიის რექტორი ვალდებულია უზრუნველყოს სარეგისტრაციო ფაქტების წარდგენა მარეგისტრირებელი  ორგანოსათვის.

მუხლი 10. გიმნაზიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

10.1. გიმნაზიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება დამფუძნებლის გადაწყვეტილებით.

10.2. ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გიმნაზიის ხელოვნების წრეები, ჩაერთე ახლავე

კრეატიული მომავალი თაობისთვის.

ძიება