ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში მათემატიკური ოლიმპიადა ,,გონიერი“ მათემატიკის კათედრის ინიციატივით პირველად 2010 წლის გაზაფხულზე ჩატარდა. ოლიმპიადაში გიმნაზიის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ გორის №3, №4 და ვარიანის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები. მეორე ტურში 171 მონაწილე გადავიდა. ოლიმპიადაში გამარჯვებულ სხვადასხვა კლასის 20 მოსწავლეს სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადაეცათ, 35 -მა წარმატებულმა მონაწილემ სიგელთან ერთად საჩუქრად ხატი მიიღო.